რევაზ არველაძე: ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი აასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ

რევაზ არველაძე: ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი აასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ

„მივედი იმის გამო, რომ განსახილველი გვქონდა კანონპროექტი…“, – პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ  დეპუტატა რევაზ არველაძემ მედიასთან ისაუბრა:

„არავის გავუფრთხილებივარ, რომ არ უნდა მივსულიყავი. არც მჭირდებოდა გაფრთხილება. მე მივედი იქ, სადაც ვმუშაობ. კანონპროექტი უნდა განგვეხილა, რომელზეც შენიშვნები მქონდა გაგზავნილი და მაინტერესებდა, გაითვალისწინეს თუ არა.

– იცოდით, რომ დალოკილი იყო შესასბლელები და მაინც მიხვედით. რატომ?

– არ ვიცოდი, რომ ყველა შესასვლელი იქნებოდა ჩაკეტილი. არ მქონდა სრული ინფორმაცია. არ ვიყავი აქ.

– სად იყავით…

– არ აქვს ამას მნიშვნელობა. გუშინ ჩამოვედი, დავიძინე და დღეს მოვედი სამსახურში. სულ ეს იყო… ამათ კი, არ ვიცი, რა ჩაიდინეს. ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი აასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ.

– ფიზიკურად შეგეხნენ?

– დიახ, ამას ვამბობ ზუსტად. მთლად დალაგებული არ არის ეს ხალხი. გამომეკიდნენ. ველურ ოჯახში გაზრდილებივით იქცეოდნენ.

– აპირებთ, რომ თქვენზე ფიზიკური შეხების გამო მომხდარს სამართლებრივი მსვლელობა მისცეთ?

– რა, ვუჩივლო? ვის უნდა ვუჩივლო? არა… არ ვაპირებ კიდევ უფრო გამწვავებას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციის წევრები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. პირველი ინციდენტი, ამის გამო, რევაზ არველაძესთან მოხდა. მის მსგავსად, პარლამენტში ვერ შევიდნენ მერაბ ქვარაია და გიორგი ჟორჟოლიანი.

პარლამენტში დღეს რეგიონალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული.

tngh სამარცხვინო "სირცხვილიას" და "შეცვალეს", რა მორალის მასწავლებლებიც ჰყავს, თვითონაც ისეთები ბრძანდებიან... "ზრდილობით"...
4 წლის უკან