“ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ… – ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!”

“ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ… – ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!”

სინამდვილეში, ახლა პარლამენტის წინ მიშასა და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი „ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება. სამი ძალა იბრძოლებს საპარლამენტო არჩევნებში. სინამდვილეში, ახლა, პარლამენტის წინ მიშასა და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი „ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის“ – ან მიშა, ან ბოკერია-უგულავა.

ჰო და, მიშა ორ სამ-დღეში მოუთავებს თავის ანასხლეტებს და მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას დაიკავებს. პატრიოტებს უკვე მყარად უკავიათ საკუთარი ადგილი ოპოზიციურ ველზე. ორკაციანი პარტიები – გუბაზი, რესპები, „ადინ დომა“, „ჩემი თაკო“ და სხვა. ან მის ფრთებქვეშ მონახავენ ადგილს, ან მიიღებენ ჭიტლაყს.

ასე რომ, პროპორციულის თუ მაჟორიტარულის თემა მეორეხარისხოვანია, უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება იმის ლუსტრაცია, ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად. ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!

P.S. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და უშანსოდ აღმოჩნდებიან ის „ოპოზიციური“ პარტიები, გუშინ და გუშინწინ რომ მიშას ლანძღავდნენ და უცებ მის გვერდით აღმოჩნდნენ.

რა რბილი და ზომიერი სიტყვაა – უხერხული…“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

სოციალისტი სერიოზულად ვფიქრობდი პატრიოტთა ალიანსისათვის მხარდაჭერაზე, მაგრამ გუშინდელი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, როც ფაქტიურად მხარი აუბეს ყველა ჟურის ნაცების დესტუქციულ ქმედებებს იმით, რომ სრულიად უაზროდ დაგეგმეს ამტისახელისუფლებო მიტინგი. ამით მისცეს საშუალება უცხოურ სააგენტოებს გაეკეთებინათ განცხადებები, რომ ანაციონალური მოძრაოიბის ანტისახელისუფლებო მიტინგზე 20 ათასი კაცი შეიკრიბა. პატრიოტთა ალიანსის მომიტინგეებიც ფაქტიურად იმ ნაცების მომიტინგეებს მიათვალეს. ასეთი შთაბეჭდილება ყველას შეექმნებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პატრიოტების მომიტინგეებმა გადაინაცვლეს ოპერის თეტრისაკენ. თუმცა შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ობიექტივის ეკრანიდან რაღაც სულელურ მიზეზებს ასახელებენ, თავს იმართლებენ, რაღაც არგუმენტები მოჰყავთ, ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისათვის ნათელია, რომ მათი ბლუკუნი და თვალების ქაჩვა არის სრული უაზრობა! უნდათ თუ არა ნაცების წისქვილზე დაასხეს წყალი!
5 წლის უკან