გიგი უგულავა: ირმა ინაშვილი ისე გაბრაზდა ნიკა მელია აწყნარებდა

გიგი უგულავა: ირმა ინაშვილი ისე გაბრაზდა ნიკა მელია აწყნარებდა

ირმა ინაშვილი ისე გაბრაზდა, ნიკა მელია აწყნარებდა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ „მთავარ აქცენტებში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირმა ინაშვილის გაბრაზება მიხეილ ყაველაშვილის საუბარმა გამოიწვია, სადაც უგულავას თქმით, ყაველაშვილმა ყველა „ნაციონალური მოძრაობის" წევრად მოიხსენია.

"მიხეილ ყაველაშვილმა ფაქტობრივად ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრად გადააქცია. ინაშვილიც კი „ნაციონალების" წევრი გახდა. ირმა ინაშვილი შეურაცხყოფილი იყო, გიჟს ჰგავდა. „ნაციონალობის" დაბრალებას მისთვის დედა შეეგინებინათ ჯობდა. ნიკა გვერდზე ედექი ხომ?! ნიკა მელია აწყნარებდა მას" - განაცხადა გიგი უგულავამ.