პეტრე კოლხი:

პეტრე კოლხი: "ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული საქართველოა"

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს გაეხმაურა.

"ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული საქართველოა...მეტი რა ქნას რუსეთმა, როგორ დაგვანახოს, რომ ჩვენი ისტორიული მტერია", - წერს კოლხი.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.