იგეგმება სამხედრო გადატრიალება – სცენარში თემურ ალასანია და უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურები არიან ჩართულები – ძმები ბეჟუაშვილები არ იშურებენ მათ დასახმარებლად თანხებს

იგეგმება სამხედრო გადატრიალება – სცენარში თემურ ალასანია და უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურები არიან ჩართულები – ძმები ბეჟუაშვილები არ იშურებენ მათ დასახმარებლად თანხებს

მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმას ეხება.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, “ნაცმოძრაობა” თავისი გეგმის განხორციელებას 17 ნოემბერს დაიწყებს და 23 ნოემბერს დაასრულებს. მისი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა სამხედრო გადატრიალებაც ვიხილოთ.

“ერთი ამბავი მინდა გითხრათ მეგობრებო! ეს წუთია მომაწოდეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია. “ნაცმოძრაობა” თავის გაერთიანებით იწყებს მოქმედებას 17 ნოემბერს და უნდა დაამთავრონ 23 ნოემბერს. ეს ხომ სააკას და ბოკერიას საკრალური ციფრია, 23 ნოემბერი. ყურადღება უნდა მიაქციონ აჭარას, კერძოდ ბათუმს. ბათუმში უკვე შემოსულია სარფის საბაჟოს გავლით 30-50 კაცი, ანუ სამხედროები (მეომარი) უკრაინიდან. აგრეთვე ბათუმში თავს მოიყრის დიდი რაოდენობა მეომრებისა უკრაინიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში აჭარა 17 რიცხვისთვის მზად იქნება. აგრეთვე, საყურადღებოა ქვემო ქართლი, კეძოდ, მარნეული და გარდაბანი, რომელიც ჩააბარეს კირკიტაძეს და ბადრი ბასიშვილს ქვემო ქართლში არეულობის მოსაწყობად! მთელი ქვეყნის მაშტაბით მოსალოდნელია თანამშრომლების აჯანყება გამგეობებში და გუბერნიებში. ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ესეთი მაქვს… აგრეთვე ყურადსაღებია ქ-ნი დეკანოიძის კონტაქტები. იგი 24-საათიან რეჟიმში აწვდის ინფორმაციას უკრაინაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ნაც-ზონდერებს და ყოფილ სამხედროებს ავარჯიშებენ სამხედრო ბაზებზე. მათ ამზადებენ რევანშისთვის, ანუ ხელისუფლების დასამხობად! შესაძლოა ვიხილოთ სამხედრო გადატრიალებაც…როგორც წყარო მატყობინებს ამ სცენარში ჩართულები არიან მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურები. რაც შეეხება ფინანსებს და დაფინანსებას, ძმები ბეჟუაშვილები არ იშურებენ მათ დასახმარებლად თანხებს. სამოქალაქო საზოგადოებამ ეს არეულობა არ უნდა დავუშვათ. თუ საჭირო იქნა, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ და აღვუდგეთ ამ პროვოკაციას.

​მკითხველი, რომ არ დავაბნიო მინდა გითხრათ ერთი ამბავი. უკვე ერთი წელია, რაც უკრაინაში, პოლონეთში და ბელგიაში გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზებზე თემურ ალასანიას ხელმძღვანელობით ავარჯიშებენ ყოფილ სამხედროებს და “ნაცმოძრაობის” ყოფილ ზონდერ ჯგუფებს”,-წერს ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში.