კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ(VIDEO)

კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ(VIDEO)

კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ყოფილი ხელისუფლების მისამართით. მკვლელობის დაკვეთაში ამჟამად ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ. რა მოხდა 2005 წლის 27 აგვისტოს. სენაკი-სამტრედიის საზღვარზე სამეგრელო-იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ადგილზე დახვრიტეს ბაჩო ესებუა. მას 16 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - მათგან ორი - საკონტროლო გასროლა. გარდაცვლილის დედამ შვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა - ნანი ესებუა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ის შვილის მკვლელობაში პირადად მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს სდებს ბრალს. მასალას სააგენტო ინფო-9 ავრცელებს.