ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ ბადრი ბასიშვილი დაინიშნა. ბასიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თანამდებობაზე ის 21 ოქტომბრიდან არის. ის რეგიონში კურატორობას დევნილებისა და სპორტის საკითხებს უწევს.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ბადრი ბასიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდნენ.