ნინო ნადირაძე : “ეს ისე დავწერე, განსჯისთვის…”

ნინო ნადირაძე : “ეს ისე დავწერე, განსჯისთვის…”

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის მამა ანდრია ჯაღმაიძის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ეკლესიის თემაზე პოსტებს ზოგადად ვერიდები, ვაღიარებ, აგნოსტიკი ვარ, მაგრამ პიროვნულად მინდა 2 სიტყვა ვთქვა მამა ანდრიაზე (ერისკაცობაში ზვიად ჯაღმაიძე), ჩემი მეზობელი იყო, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი, თუ არ ვცდები ერთი ფიზიკოსი იყო თსუ-ში, მეორე მათემატიკოსი, ზვიადი კი კომაროველი და მასაც მათემატიკური აქვს დამთავრებული, ძალიან კარგი ბიჭი, დღესაც იმ მამისეულ სახლში ცხოვრობს და, როგორც მითხრეს დანჭყრეული მანქანით დადის, და როგორც დედაჩემი ამბობს, არანაირი ქონება არ შეუძენია. ხომ იცით, მეზობლებს არაფერი გამოეპარებათ… გარდაცვლილი მამაჩემიც მან აზიარა, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ისე დავწერე, განსჯისთვის.” – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

amo მადლობა ამ გზავნილისთვის.
4 წლის უკან