რუსუდან შარაძე სააკაშვილს: ,,იმიტომ არ გაგერჭო მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა”

რუსუდან შარაძე სააკაშვილს: ,,იმიტომ არ გაგერჭო მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა”

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ფეისბუქით ეხმიანება და წერს:

,,დაბალ ხმაზე რომ იწყებს ხოლმე და ბოლოში რეკავს, აი, სადღაც, შუაში იყო, როცა თქვა, შევარდნაძე მებრძოდა დროშაზე სასამართლოთიო. რა მიაყოლ-მოაყოლა, ამას ახლა როგორ გადმოვცემ.

მიHა, შევარდნაძე კი არა, გურამ შარაძე გებრძოდა და ზუსტად, შენივე რეფორმირებული სასამართლოთი იყო, თავზე რომ დაგამხო! შევარდნაძე რომ არ გებრძოდა, ხმას არ იღებდა და პირიქით, ხელს გაფარებდა, იმიტომ არ გაგერჭო მაშინ მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა არასახელმწიფო, პარტიული დროშის, თბილისის მერიის თავზე, უკანონოდ გამოკიდებისთვის.

მამაჩემის სახელის ხსენებისაც რომ გეშინია, მარტო ამაში ჩანს, რაც ხარ! შე ქარაქუცა. ნუ ახლა ისეთი ქრისტიანი თუ გახდი, რომ გარდაცვლილებზე ვერ საუბრობ, მგონი, ბატონი ედუარდი, დიდი ხანია, გამოგეცალა ხელიდან. შე არამზადა, ვის ატყუებ შენს ჭკუაში?".

romani სიცრუე ყოველთვის, ყველგან და ყველასთან. მოირგო ის იარაღი, რომელიც ყველაზე კარგად ჭრის დღეს. ის არის ტრიქსტერი, გაიძვერას და ჟამბაზის ფსიქოლოგიური და არქეტიპიური პერსონაჟი, რომელსაც არ გააჩნია მორალური და სოციალური ფასეულობები, იმყოფება მხოლოდ საკუთარ ინსტიქტების ტყვეობაში. ამ კონკრეტული არსების უნიკალურობა იმაშია, რომ იგი ახერხებს ერთდროულად გაითავისოს, როგორც ბიბლიური იაკობის ისე, კვაჭის, ყვარყვარეს, ოსტაპის ქვენა თვისებები.
4 წლის უკან