ტრაგიკული ავარიების სერია თბილისში გაგრძელდა - გარდაცვლილია - 2, დაშავებულია 3 ადამიანი

ტრაგიკული ავარიების სერია თბილისში გაგრძელდა - გარდაცვლილია - 2, დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი. ამასთან, ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.