ციხის ექიმი ახალაიას პატიმრების წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს(VIDEO)

ციხის ექიმი ახალაიას პატიმრების წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს(VIDEO)

მეცხრე არხის ექსკლუზივი. ბაჩო ახალაიაზე კიდევ ერთი ადამიანი ალაპარაკდა. რუსთავის მეორე დაწესებულებისა და ქალაქის მე-6 საპყრობილის ყოფილი მთავარი ექიმი სასჯელაღსრულების ექს-მინისტრს პატიმრების წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დავით ჭუმბურიძე ამბობს, რომ პირადად აქვს ნანახი, როგორ სცემდა და აწამებდა ახალაია მეგის ქარდავასთან ერთად მსჯვარდებულებს. საუბარია 2006 წელს მომხდარ სამ ფაქტზე, რომელსაც ჩვენი რესპონდნეტი შეესწრო. ჭუმბურიძე, რომელიც ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეა, მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცეს.