დიმიტრი ხუნდაძე: მე ვარ იმ დეპუტატთა შორის, რომელიც ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დრიდან საიდანაც პოლიტიკაში ვარ 

დიმიტრი ხუნდაძე: მე ვარ იმ დეპუტატთა შორის, რომელიც ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დრიდან საიდანაც პოლიტიკაში ვარ 

მე ვარ იმ დეპუტატთა შორის, რომელიც ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დრიდან საიდანაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დრიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მე ორჯერ მოვძებნე კომპრომისი საკუთარ გუნდთან ერთად, ეს შევძელი. პირველი კომპრომისი იყო როცა შემოთავაზება იყო, რომ 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და ჩემი კომპრომისი შედგა. შემდეგი შემოთავაზება იყო რომ 2020 წლისთვის. ეს შიდა გუნდურ საუბარს ვაჟღერებ, გადავიდეთ ამ სისტემაზე, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, გავითვალისწინოთ რეალობა, აქაც ჩემი კომპრომისი შევეცადე რომ ყოფილიყო რეალური, მაგრამ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მე მინდა იმ განსხვავებებზე ვისაუბრო, კითხვები დავსვა უფრო სწორად, რა სხვაობაც არის მმართველი გუნდის შემოთავაზებულ კანონპროექტსა და თქვენს შემოთავაზებულ კანონპროექტს შორის.

რადგან ვთანხმდებით, რომ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი უნდა იყოს პარლამენტი, მმართველმა გუნდმა შემოიტანა, რომ ბარიერი მოვხსნათ, რომ მივცეთ საშუალება მცირე პარტიებსაც, რომ უფრო იოლად შემოაღწიონ პარლამენტში, თქვენ გვთავაზობთ 3%-იან ბარიერს. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ შემოვლენ ეს პატარ-პატარა პარტიები და ჩვენ ამით ხელს ხომ არ ვუწყობთ ესეთი შუაში მყოფი პარტიები, მაგ, ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად ხომ არ შეეწყობა ხელი, ის მცირე პარტიები გარეთ დარჩნენ, ეს ხომ არ არის პირდაპირ ხელის შეწყობა მათთვის.

რაც შეეხება ბლოკებს. ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენ, მმართველ გუნდს აქვს შემოთავაზება, ნულოვანი ბარიერი, ბლოკების არქონა და თქვენ გვთავაზობთ შეიქმნას ბლოკები, საბლოკე პარტიებს გვთავაზობთ, რომლებსაც აბსოლუტურად დაბალი რეიტინგი აქვს და მაღალი დანახარჯი. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი შეკითხვა - ეს ხომ არ ქმნის იმის პირობას, რომ ჩვენ მივიღოთ ძირითადად ნაციონალური მოძრაობა. თქვენ ხომ არ გამოგდით განზრახ კი არა, უნებლიეთ, რომ მათ შეეწყოთ ხელი, რომ თავისი პოლიტიკური ზრახვები განახორციელონ იოლად, საარჩევნო ზრახვებს ვგულისხმობ.