სამსაათიანი სასამართლო პროცესი დასრულებულია. ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეუფარდეს. გიორგი კალანდაძესა და ზურა შამათავას კი 20 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. თუმცა გენ შტაბის ხელმძღვანელისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება. სასამართლო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ახალაიას თავდებში უდგებოდნენ. თუმცა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ 26 დეპუტატის თავდებობით ყოფილი მინისტრი გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ახალაიას გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანენ.