პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერაიას შორის, ასევე კობა ლურსმანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის.

სესიის მიმდინარეობისას  რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, პარლამენტში ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.