პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონი ნატოზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონი ნატოზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.

მიზეზი ემანუელ მაკრონის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც „ნატოს ტვინის სიკვდილი“ სჭირს. მორავეცკის თქმით, ნატო მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია, პრობლემებს კი ალიანსს არა შეერთებული შტატები, არამედ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უქმნის.

„შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა ევროპას. რომ არა ამერიკელების დახმარება, ევროპა ფაშიზმისგან ვერ გათავისუფლდებოდა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მორავეცკიმ ყურადღება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში ფრანგული ბიზნესის მონაწილეობაზეც გაამახვილა და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მსგავს პროექტებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ჩართულები.

„ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ რუსეთი არამშვიდობიანი და აგრესიულია. ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა“, - განაცხადა მურავეცკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიტანულ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ განაცხადა. მის შესაფესებას არ დაეთანხმა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით კი, ნატოში ცვლილებებიი აუცილებელია.