პეტრე ცაავა: მოვუწოდებ მიტროპოლიტ იობს, მოუხსნას წყევლა-კრულვა გიორგი გაბუნიას

პეტრე ცაავა: მოვუწოდებ მიტროპოლიტ იობს, მოუხსნას წყევლა-კრულვა გიორგი გაბუნიას

მოვუწოდებ მიტროპოლიტ იობს მოუხსნას წყევლა-კრულვა გიორგი გაბუნიას - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ნიკა გვარამიას გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

„მე არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში და ჩემთვისაც არ არის უცხო. მე გულისხმიერად მოვეკიდე გიორგი გაბუნიას ამ აღიარებას. მივმართავ ჩემს უფროს ძმას, ქრისტესმიერს, მიტროპოლიტ იობს, გაითვალისწინოს მისი სიყმაწვილეში დაბრკოლება საქართველოს ეკლესიაში სასულიერო პირის მხრიდან და გიორგი გაბუნიას მოუხსნას წყევლა-კრულვა“, - თქვა პეტრე ცაავამ.

2018 წელს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია დაწყევლა, „ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული“, - თქვა მაშინ მეუფე იობმა.

დღეს, „პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.

 

 

სოციალისტი არ მოუხსნა. ახლაც იტყუება!
4 წლის უკან
სოციალისტი ვინმეს გჯერავთ, რომ ეს გაბუნია ჭაბუკობამდე ეკლესიაში საერთოდ არ იყო ნამყოფი და რომ შევიდა ისე გაკვირვებული იყო, რომ ყურადღება მიიქცია??!! ცრუა, ცრუ! თან პეტრე რადგან გამოესარჩლა ეს უკვე საკმარისა უნდობლობისათვის!
4 წლის უკან