სამართლოს სპეციალისტი, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილ აურზაურს:
„პირადში მწერენ - რას ფიქრობო იმ ფილმისა და მასზე პროტესტის შესახებო? უკვე ერთი ათამდე ასეთი შეკითხვა მივიღე...
არა მგონია, ასეთი საინტერესეო იყოს ჩემი აზრი, თუმცა, გავკადნიერდები და მაინც ვიტყვი:
ძალიან ძნელია, როცა მსგავს პროვოკაციას გიწყობენ(უდავოა - ეს ფილმი პროვოკაციაა!), თავი შეიკავო, თუმცა - ღირსება სწორედ მოთმინებაშია ასეთ შემთხვევებში!
თუ მოთმინებას დავკარგავთ, მაშინ პროვოკატორებსა და პროვოცირებულებს შორის ყოველგვარი ავ-კარგიანობა განურჩეველი გახდება...
ასეთ დროს, ყველაზე ღირსეულია ისეთი რეაქცია, რასაც, მაგალითად - ბრიტანეთის დედოფალი იჩენს, კერძოდ:
თავის დღეში, მიუხედავად ათასი ჯურის პროვოკატორის (მათ შორის, უწინარესად - "ყვითელი" და ასევე, არც თუ ყვითელი პრესის ჟურნალისტების) დაჟინებული და უკიდურესად თავმომაბეზრებელი, ათწლეულების მანძილზე (!) გამუდმებული მცდელობებისა, მის უდიდებულესობას არც ერთი სიტყვა - არც კარგი, არც ავი, საჯაროდ არასდროს დასცდენია ამ თემაზე; გარდა ერთადერთი კომენტარისა: როდესაც პრესის შეტევა გაუსაძლისი გახდა და ისინი ყოვლად უწესო ფორმებით (შანტაჟისა და პირდაპირი მუქარის გამოყენებითაც კი!) მოითხოვდნენ - დედოფალს გინდა თუ არა, თავისი პოზიცია გამოეხატა სექსულაური უმცირესობებისა და მათი უფლებების მიმართ, მან უაღრესად მშვიდად და ხაზგასმულად უემოციო ტონით (არც ბრაზითა და არც ირონიით, არც სინანულითა და არც კმაყოფილი ღიმილით), "გაქვავებული" სახით, ბრძანა:
"ამ თემაზე წესიერ ოჯახში აღზრდილი ადამიანები საჯაროდ არ საუბრობენო!"
მეტი ვერც ვერაფერი, არც ერთი სიტყვა (კატეგორიულად ხაზგასასმელია - არც ერთი სიტყვა!) ვერ დააცდენინეს. იგი დღემდე სრულიად შეუვალია და სამეფო ოჯახის სხვა წევრებსაც, ისევე როგორც ყველა კეთილშობილ ჯენტლმენსა თუ ლედის (რაც, ცხადია, მაინცადამაინც გვარიშვილობას არ ნიშნავს!) ბრიტანეთში, ასეთი მკაცრი შეუვალობის ცოცხალ მაგალითს აძლევს!
ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, რომ მის უდიდებულესობას, რომელიც ბრიტანული ტრადიციების, ღირსებისა და წესიერების სიმბოლოა, იმის მეასედი, რაც ჩვენებურ "მარშს" აქვს, წრეგადასული რეაქცია ჰქონოდა?!
რასაკვირველია, პატივსა და ღირსებას თავადვე აიყრიდა ბრიტანეთის ტახტი, თუკი მამათმავლებისა და სხვ. უმცირესობების წინააღმდეგ იმგვარ ყოვლად დამამცირებელ ყიჟინას, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენში, დასცემდა და აურზაურს ატეხდა....
ამიტომ: მივბაძოთ საუკეთესოს და არა რაინდ ვასაძეს!“