ბიზნესმენი ლევან ვასაძემ ვერის ბაღში იმყფება. ვასაძის განცხადებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პოლიტიკური გარიგება არ შემდგარა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შინაარსს არასდროს გაახმაურებს.
"მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს გავაჟღერებ, რადგან ეს ცდება ჩემს და დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებს. არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც მე ბრალს მდებენ, არ შემდგარა. ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის, მაგრამ შინაარსს არ ვიტყვი. რატომ ვთქვი საერთოდ ეს ამბავი? როცა შენ გაქვს ადამიანთან პირადი ურთიერთობები, როცა შენ მას იცნობ, როცა მოგმართა, შეხვდი, სახლში მიიღე, მერე მას ესტუმრე სახლში, არაკაცურია მერე გამოხვიდე და მას თითქოს არ იცნობ და რაღაცები გაუგზავნო საჯაროდ ამის გაჟღერების გარეშე, ამიტომ ეთიკური თვალსაზრისით, მე ნორმად ჩავთვალე მეთქვა, რომ ბიძინ, მე და შენ ვურთიერთობთ და ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის, რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს.
ნებისმიერ ჩემს ახლობელს, რომელიც ქართველობას ღალატობს, მე იძულებული ვარ გავცე პასუხი საჯაროდ, რადგან მათი ქმედებები არ არის კერძო, ის არის საჯარო და ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. მე, აი ამ დათქმით ვაკეთებ, რომ მე შენ გიცნობ, ურთიერთობა მაქვს და ამიტომ გეტყვი ამას და ამას. სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა და შეიძლება ეს არც იყოს საინტერესო თქვენთვის" - განაცხადა ლევან ვასაძემ.