„გაერთიანებული ოპოზიცია“ ერთ პარტიად ყალიბდება და ერთიან სიას ამზადებს

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ერთ პარტიად ყალიბდება და ერთიან სიას ამზადებს

„ჯერ საბოლო ვარიანტზე არ შევჯერებულვართ, მაგრამ ძალაში  რჩება თავდაპირველი შეთანხმება, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ დაიშლება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გაერთიანეული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით ახალი მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით იმართება შეხვედრები, მიდის მსჯელობა და კონსულტაციები, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ შევჯერებულვართ. თუმცა, თავდაპირველი შეთანხმება, როცა გავერთიანდით, რომ არ დავიშლებოდით, ძალაში რჩება. ანუ „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ დაიშლება.

„ეს იქნება ერთად გაერთიანებული პოლიტიკური ძალა, ერთი საერთო პარტია, რომელშიც შედის 12 პარტია „ნაციონალების“ ჩათვლით. მომავალ არჩევნებზეც წარვსდგებით ერთიანი სახელით „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“, ეს არის ძალიან კარგი სქემა. 

„მართალია, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთ სახელს იყენებს - „ნაცონალები“ - მაგრამ ასე არ იქნება. მას „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაამარცხებს.

„სიების თემა სხვა საკითხია და ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებ, შიდა სამზარეულოა. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა არის აზრთა სხვადასხვაობა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

Maverick ტარი, ტარი გაკლიათ 0%-ბო....................
5 წლის უკან