ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერასთან ერთად საუკეთესო მამაკაცის როლის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერასთან ერთად საუკეთესო მამაკაცის როლის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA) წარადგინეს.

ამის შესახებ ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი წერს.

„ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად!!! როდესაც დავიწყე ამ ფილმზე გამოკვლევა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდი! ვერც კი ვიოცნებებდი, რომ შევხვდებოდი ამ ბიჭს, რომელიც ასე მამაცად და უანგაროდ მიუძღვნიდა საკუთარ სხეულსა და სულს ფილმს, რომელიც ორივემ ვიცოდით, რომ ძალიან პროვოკაციული იქნებოდა მის სამშობლოში. ჩვენ ერთად შევედით საქართველოს ისტორიაში და ამით მუდმივად დაკავშირებული ვიქნებით. მიყვარხარ ლევან გელბახიანო, შენ შთამაგონებ ყოველ დღე! - წერს ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი.

ცნობისთვის, ლევან გელბახიანი გუშინ, 8 ნოემბერს მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო. ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

სოციალისტი სამარცხვინო!
4 წლის უკან
Maverick სოციალისტი, აი ბაღანა დედალია თუ მამალი?
4 წლის უკან
სოციალისტი არ ვიცი, ლანჩხუთში კომუნისტები რომ გადავაგდეთ და უკიდეგანო სუვერენიტეტი რომ მოვიპოვეთ იმის შემდეგ კინოთეატრი არ გვქონია!
4 წლის უკან
სოციალისტი შორენა პაპაშვილს გაუმარჯოს! მაგარი ადამიანი და ქალბატონია, ნამდვილი ქართველი! ხოლო ეს სამარცხვინო სამეული შვესდი რეჟისორი და ორივე მსახიობი ძალზე სამარცხვინოები თანაც საბრალოები არიან! უბედურო საქატთველო ამდენი სნობი და იდიოტი, ფულზე გაყიდული და ყველაფრის მკადრებელი რომ გყავს! ან ეს რა პარლამენტი და მთავრობა გვყავს კაცო, ერთ ადამიანსაც რომ არ გაუჩნდა პროტესტი ამ სიბინძურის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ?! თუ ასე დაცემულები ვიყავით როგორ მოვედით დღემდე, როგორ გავუძელით ეს საუკუნეები ამდენ მტერს, ახლოშიც და თითქმის წყნარი ოკეანის ნაპირებიდან წამოსულებს?! აღარ მჯერავს, რომ 100 ათასი მოწამე არსებობდა! ან იმდენ პოლიციელში ნამდვილი ვაჟკაცი ერთიც როგორ არ გამოერია, რომელიც ჟეტონს მოიხსნიდა და უფროსს წინ დაუდებდა?! ვაგლახ! არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ....
4 წლის უკან
სოციალისტი ბმული
4 წლის უკან