ვოლსკი:

ვოლსკი: "ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია, გამოვიდეს და შემერკინოსო"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გამოეხმაურა და ამბობს:

"იმდენი იძახა გამოდი, ვიჩხუბოთო, ეტყობა, ეჩხუბა ბოლოს ვიღაცა".

"ასე არ შეიძლება ცალმხრივად განხილვა. დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია, გამოვიდეს და შემერკინოსო. „გვერდზე გავიდეთ" და იყო ასეთი ლაპარაკი. მისგანაც ეს საუბარი ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს შეურაცხყოფად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კინოთეატრ „ამირანთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სოციალისტი მაგისთვის ეს წამორტყმა ბაირამობაა იმასთან შედარებით რასაც იმსახურებს! მიაღწია მიზანს, ახლა კარგა ხნით მისთვის ტვ "პირგველის" "პოდლეცთა" არხის კარი დიდი ხნით გაიღო!
1 კვირის უკან