თამარ ხულორდავა პოლიციას მიმართავს: “კი ბატონო, მაგრამ მეტი მოგეთხოვებათ, ფილმის ჩვენება უნდა შედგეს”

თამარ ხულორდავა პოლიციას მიმართავს: “კი ბატონო, მაგრამ მეტი მოგეთხოვებათ, ფილმის ჩვენება უნდა შედგეს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა საკუთარ “ფეისბუქზე” ლევან აკინის ფილმის შესახებ პოსტს აქვეყნებს და  წერს რომ „არავის აქვს უფლება, თავისი წესები მოახვიოს თავს საზოგადოებას“.

როგორც დეპუტატი წერს, ფილმის ჩვენება აუცილებლად უნდა შედგეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამას ხელი ვერავინ შეუშალოს.

მისივე შეფასებით, სრულიად შეუფერებელია საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, მენტალობასთან ის აჟიოტაჟი, რაც ფილმის ჩვენების გარშემო ატყდა.

“მჯერა, რომ პროგრესული ქვეყანა ვართ, უდიდესი კულტურით, რომელიც სწორედ ადამიანს მიიჩნევს მთავარ ღირებულებად. ადამიანი სრულფასოვანია მხოლოდ მაშინ, როცა დაცულია მისი ღირსება, ინდივიდუალობა და მისი უფლება იყოს ის ვინც არის. სრულიად შეუფერებელია ჩვენს ისტორიასთან, კულტურასთან, მენტალობასთან ის სამწუხარო აჟიოტაჟი, რაც ფილმის ჩვენების გარშემო ატყდა.

არავის აქვს უფლება, თავისი წესები მოახვიოს თავს საზოგადოებას. ვისაც არ მოსწონს, ნუ ნახავს ფილმს! შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი აზრი. მაგრამ არავის აქვს უფლება, მე ან სხვა თანამოქალაქეს შეგვიშალოს ხელი ფილმის ნახვაში, მით უფრო, დაგვემუქროს და მორალი წაგვიკითხოს. არ შეგვეფერება ეს საქციელი. უამრავი ფილმი გადის კინოთეატრებში, სადაც შესაძლოა ბევრი რამ არ მოგვწინდეს. უამრავი წიგნია, მათ შორის ქართულ ენაზე, რომლის გმირები შეგვიძლია მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს და ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ რაღაც მორალური მოსაზრებებით წიგნის, ფილმის თუ სხვა შემოქმედების აკრძალვა უბრალოდ სიბეცეა!

რაც შეეხება პოლიციას, ამ საკითხზე გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში წავიკითხე, წესრიგს დავიცავთ და დაპირისპირებას თავიდან ავიცილებთო. კი ბატონო, მაგრამ მეტი მოგეთხოვებათ. ფილმის ჩვენება უნდა შედგეს. თუ ერთი ჯგუფი მეორეზე ძალადობს ან ძალადობით იმუქრება, ეს უკვე აღარ არის ორი დაპირისპირებული, თითქოსდა თანაბარი უფლების მქონე ჯგუფის ინტერესების დაბალანსების საკითხი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კანონის დარღვევას, წესრიგის დარღვევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას მოყვება შესაბამისი შედეგები“, – წერს თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ლიბერასტების დედოფალი! წადი ქალო სახლში, საქართველოს პარლამენტში აღარ დაგინახო!
4 წლის უკან
სოციალისტი შენ არ ხარ საქართველოს პარლამენტის წევრი, შენ არავის აურჩევიხარ! კიდევ 100 წელი არავინ აგირჩევს! ქართული ოცნება არის ბოკერიას პარტიის პაწაწინა სეგმენტი! ვისაც გრცხვენიათ და არ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაფარჩაკებაში, ხვალვე დატოვეთ პარლამენტარის მანდატები!
4 წლის უკან