“შვედებმა თავის ვიკინგებზე გადაიღონ მამათმავლური ფილმები“

“შვედებმა თავის ვიკინგებზე გადაიღონ მამათმავლური ფილმები“

ფილარმონიასთან, კინოთეატრ "ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე სასულიერო პირები მივიდნენ. ისინი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ქართველი ჩოხოსნების შეურაცხყოფაა.

"ეს არის ჩვენი გულისტკივილი და შეურაცხყოფა. ეს არის ძალადობის კლასიკური ნიმუში. შვედებმა და ფრანგებმა თავისი ფულით გადაიღეს ფილმი ქართველებზე, ვიღაცა გაჭირვებულ, შიმშილით რომ კვდებოდნენ მსახიობებს ფული მისცეს და იმათ ყველაფერზე ხელი მოაწერეს და ფილმი გადაიღეს ქართველებზე, სადაც ჩოხოსანი ქართველები არიან შეურაცხყოფილები. თავის ვიკინგებზე გადაიღონ მამათმავლური ფილმები და აჩვენონ ვიკინგების სცენები მამათმავლობის, ფრანგებმა კი თავის პომპონჩიკიან მეფეებზე, ელასტიკებით რომ დადიოდნენ შუა საუკუნეებში,“ - აცხადებს სასულიერო პირი.