ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია სამართალდამცველებმა დააკავეს.

„მეცხრე ტალღის" ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულ არიან მერის ყოფილი მოადგილეები ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია. ასევე მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა.