მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს

მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 77 წლის ბლუმბერგი ალაბამას შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში მონაწილეობას განიხილავს.

როგორც გამოცემასთან საუბარში ბლუმბერგის მრჩეველმა განაცხადა, ბიზნესმენს, რომლის ქონებაც 53,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სააგენტო Reuters-თან საუბარში ბლუმბერგის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ მილიარდერი სკეპტიკურად აფასებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატების დონალდ ტრამპზე გამარჯვების შანსებს.

მედიაკონცერნ Bloomberg-ის გენერალური დირექტორი მაიკლ ბლუმბერგი ნიუ-იორკის ადმინისტრაციას 2002-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.