პეტრე კოლხი : “ეკლესიას უარესი გამოწვევები ახსოვს. იმასაც ამბობდნენ, მარიამ მაგდალინელი ქრისტეს შეყვარებული იყო

პეტრე კოლხი : “ეკლესიას უარესი გამოწვევები ახსოვს. იმასაც ამბობდნენ, მარიამ მაგდალინელი ქრისტეს შეყვარებული იყო"

მამა პეტრე კოლხი საპატრიარქოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

"შეიძლება კონკრეტული ადამიანი ცდებოდეს, შეცდომა დაუშვას, მაგრამ ქრისტეს ეკლესია არასდროს შეცდება… უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები არასდროს შეიცვლება - ,,კლდესა ზედა აღვაშენე ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!"

ქრისტეს ეკლესიის გულშემატკივრები არ გამოირჩევიან ცინიზმით, სარკაზმით, ნიჰილიზმით და ამპარტავნებით. მეტიც, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ყველაზე მეტად ისინი შეშფოთდნენ, ვინც სრულყოფილად ერთხელაც არ დასწრებია წირვას.

ადამიანი, რომელიც თავად არის ფსიქიკურად დაულაგებელი, სხვას როგორ დაალაგებს, მით უფრო, ვერ დაალაგებს მასშტაბურ გამოწვევებს.

ქრისტეს ეკლესიას უარესი გამოწვევები ახსოვს, უარესი სიბინძურეები… იმასაც ამბობდნენ, მარიამ მაგდალინელი ქრისტეს შეყვარებული იყო და იმიტომ ყავდა ახლოს…

გონიერი ადამიანი არ დაიღლება იმის გამორკვევით, რა მართალია, რა ტყუილი… მას ვერ დააბრკოლებს ვერანაირი რყევები… ცვლილებები კი გარდაუვალია!"