მაკო გომური: ექსპერტიზის ბიურიდან დამირეკეს, დაკარგე თუ არა ჟანსაღი თვალიო

მაკო გომური: ექსპერტიზის ბიურიდან დამირეკეს, დაკარგე თუ არა ჟანსაღი თვალიო

20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულ გოგონას, მაკო გომურს, რომელსაც ხელისუფლებამ თვალი ამოთხარა, ექსპერტიზის ბიურიდან დაურეკეს და „გადაამოწმეს“, მართლა დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი.

„მოკლედ, 4,თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ - 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - წერს მაკო გომური სოციალური ქსელში.

შეგახსენებთ, თვალდათხრილი გოგონა ამ დრომდე, სახელმწიფომ დაზარალებულად არ სცნო.