გია გაჩეჩილაძე : Open Net-ის ეს პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და ამ პროექტის ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ

გია გაჩეჩილაძე : Open Net-ის ეს პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და ამ პროექტის ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ"

,,ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით , რომ Open Net-ის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს და მისი ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ",- ამის შესახებ ,,მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაღალმთიან ზონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, შესაძლებელი გახდება  მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიის  სერიოზული ნიშანია.

,,ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით , რომ Open Net-ის ეს პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს გრძელდება და  ძირითადი დამფინანსებელია ფონდი „ქართუ. რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო ამას კურირებს, თუმცა ფონდი ,,ქართუ" აფინანსებს. ამაშია ჩართული საერთაშორისო საბანკო სისტემაც და ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, თავის დროზე განხორციელდება. თუშეთში ინტერნეტიზაცია დავამთავრეთ, ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყარში ახლა მიმდინარეობს.  წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მაღალ მთიან ზონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, იქაც კი გახდება შესაძლებელი მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის დემოკრატიის  სერიოზული ნიშანი. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა ილაპარაკოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ფაქტები,  რაც ხდება, რაც არის რეალობა. რა თქმა უნდა არის კატეგორია საზოგადოების, რომელიც რატომღაც განწყობილია, რომ მაინც და მაინც სიყალბეს დაუჯერონ  და იმედია ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა ქვეყანაში",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ