სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დედას შეგაგინებენ — გაატარეო…
მამას შეგაგინებენ — გაატარეო…
ოჯახს შეგიგინებენ — გაატარეო…
რწმენას შეგიგინებენ — გაატარეო…
პატრიარქს შეგიგინებენ — გაატარეო…
…ისა და… ეროვნება ხომ არ შევიცვალოთ და დავირქვათ, მაგალითად გამტარნი — გამტარლანდიიდან? ღირსებას ვკარგავთ, ღირსებას!
გავატარო კი არა, ყველას სათითაოდ აგყრით თქვე … ნეტავ არ ვიცოდე მაინც ზეპირად ვინ ვინ ხართ…“ — წერს სოსო გოგაშვილი.