ტრამპი ო'რურკის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დასრულებაზე: ძაღლივით უკან დაიხია

ტრამპი ო'რურკის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დასრულებაზე: ძაღლივით უკან დაიხია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატ ბეტო ო'რურკს საპრეზიდენტო კამპანიის დასრულების გამო დასცინა.

პრეზიდენტმა მისი მეტოქის შეფასებისას თქვა, რომ ყოფილმა კონგრესმენმა ძაღლივით უკან დაიხია.

მანამდე ტრამპი Twitter-ზე წერდა:

„ო, არა! ბეტო ო'რურკი საპრეზიდენტი რბოლას გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ამისთვის იყო დაბადებული. მე ასე არ ვფიქრობ“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

ო'რურკი ტრამპს აგვისტოში, მშობლიურ ელ-პასოში მასობრივი სროლის საკითხზე მკაცრად აკრიტიკებდა.

მან განაცხადა, რომ სისხლისღვრა ტრამპის ანტიიმიგრანტულ რიტორიკას მოჰყვა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა, დემოკრატმა ბეტო ო'რურკმა საპრეზიდენტო კამპანია უსახსრობის გამო დაასრულა.