ვრჩები შეჩერებული ხარისხით სინოდის მომდევნო სხდომამდე - ამის შესახებ პეტრე ცაავამ განაცხადა. სინოდის სხდომაზე გადაყენებული მეუფე პეტრე ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია, როცა საპატრიარქო მას იხსენიებს პაატა ცაავად, მიტროპოლიტმა უპასუხა რომ ისინი ცდებიან.
,,შეცდომა დაუშვიათ. ეს მკრეხელობაა მათი მხრიდან. მე მაქვს მღვდელმთავრის ხარისხი შეჩერებული, ეს არის მზაკვრობა მათი მხრიდან, ჩვეული გულისტკენაა ისევ კაგებეს მეთოდებით. აგრძელებენ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლას ბინძურად სიმართლის წინააღმდეგ. „მეუფე“ სწორი მიმართვაა ამ ჯერზე, სანამ მომავალი სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს განკვეთას ერისკაცამდე, მანამდე ვრჩები შეჩერებული ხარისხით. ეს უბრალოდ, ცნობისათვის. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. ერთი ცოდვილი ბერი ვარ“, - განაცხადაა განყენებულმა მიტროპოლიტმა.