ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტისგან, ჯერ კიდევ კაგებეს დროიდან ისმის , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა.
“ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლისგან, ჯერ კიდევ კაგებეს დროიდან ისმის... ეს ბრალდებები მე ბავშობიდან მესმის... კაგებეს სტილია...“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხმაურიანი და სკანდალური სხდომა გაიმართა. პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმსახურებიდან განაყენეს, რასაც მეუფე პეტრეს პროტესტი მოჰყვა და სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა. სინოდის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმსახურებიდან უსამართლოდ განაყენა და პატრიარქის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები დააყენა: " პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.