წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადება გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ხელმძღვანელობდა დღეს სინოდის სხდომას, ჭყონდიდის ყოფილმა ეპოსკოპოსმა უპასუხა:
" პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".
"2020NEWS" დაუკავშირდა, საპატრიარქოს ადვოკატს, ედიშერ ქარჩავას, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს სინოდის სხდომას პატრიარქი თავმჯდომარეობდა .
ქარჩავას თქმითვე, ყოფილ მღვდელთმთავარს მსგავსი ტიპის განცხადება პირველად არ გაუკეთებია და მისი დავალებით სოციალურ ქსელში მამა პეტრეს მხარდამჭერები პერიოდულად ავრცელებდნენ ხოლმე ამ ბინძურ ცილისწამებას პატრიარქთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა, ის მღვდელმსახურობიდან პატრიარქმა გადააყენა.