დაუჯერებლად მარტივი და გემრიელი ტორტი მოხარშული შესქელებული რძით

დაუჯერებლად მარტივი და გემრიელი ტორტი მოხარშული შესქელებული რძით

ინგრედიენტები

კვერცხი - 6 ცალი

შაქარი - 1 ჭიქა

ფქვილი - 1 ჭიქა

გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ

გასუფთავებული მზესუმზირას თესლი - 400 გ

რძე - 120 მლ

კარაქი - 625 გ

მოხარშული შესქელებული რძე - 400 გ

ორცხობილა - 150 გ

რძიანი შოკოლადი - 75 გ

შავი შოკოლადი - 75 გ

ნაღები - 150 მლ ( 30 %-იანი ცხიმიანობით )

მომზადების წესები

 ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილა მიქსერით მდგრადი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, მუდმივად თითო კოვზი შაქარი დაუმატეთ. როცა გლუვ, მბზინავ მასას მიიღებთ, კვერცხის გულები დაუმატეთ და დაბალ სიჩქარეზე ათქვეფა გააგრძელეთ.

მიღებულ მასას გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. შემდეგ ცომი მოზილეთ.

საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ცომი ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ბისკვიტი ნახევარი საათით აცხვეთ.

ამის შემდეგ შიგთავსის მომზადებას შეუდექით. 125 გრ კარაქი გაადნეთ და მცირე ქვაბში 4 ს/კ რძესთან ერთად ჩაასხით, აქვე მზესუმზირას თესლი ჩაყარეთ. ნარევი დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით ხარშეთ.

კიდევ ერთ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და მოხარშული ნარევი დაასხით. ფორმა გახურებულ ღუმელში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე აცხვეთ. ყოველ 5-7 წუთში შეამოწმეთ და აურიეთ.

მზა შიგთავსი ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. კრემის მომზადებას შეუდექით. 500 გრ დარბილებული კარაქი ერთგვაროვანი, ღია და ფუმფულა მასის მიღებამდე მიქსერით ამოიყვანეთ. შემდეგ შიგთავსი შესქელებულ რძესთან ერთად დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ბისკვიტი 2 ნაწილად გაყავით და თითოეულს თანაბარი პროპორციით კრემი შიგთავსით დაუმატეთ. ტორტი ააწყვეთ და დარჩენილი რძე გააცხელეთ.

თბილ რძეში ორცხობილა დაალბეთ და კრემს ზემოდან დაადეთ.

შემდეგ ნაღები გააცხელეთ, შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ტორტს თბილი ჭიქური მოასხით და სწორად გადაანაწილეთ.

ამის შემდეგ ტორტი მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე გატანამდე 30 წუთით ადრე მაცივრიდან გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ კრემი რბილი და ნაზი გახდეს.

თუ ბისკვიტის მომზადების სურვილი არ გაქვთ, ან მიქსერი გაგიფუჭდათ, შეგიძლიათ ბისკვიტისთვის მხოლოდ ორცხობილა გამოიყენოთ.

ამისთვის ორცხობილა რძეში დაალბეთ და საცხობი ფორმის ძირზე დააწყვეთ. შემდეგ კრემის ნაწილი წაუსვით, შემდეგ იგივე ბოლო ფენის დადებამდე გაიმეორეთ.