მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხვეულები (სიგარეტები)

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხვეულები (სიგარეტები)

ამ რეცეპტით გამოდის უნაზესი, ფხვიერი და უგემრიელესი სიგარეტები, რომლებიც ფაქტობრივად, პირში  დნება.

ინგრედიენტები

პირველი ცომისთვის:

არაჟანი - 200 გ

ფქვილი - 300 გ

გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ

მეორე ცომისთვის:

კარაქი - 200 გ (ოთახის ტემპერატურის)

ფქვილი - 250 გ

გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ

ვარიანტები გულსართისთვის:

კენკრის ჯემი

ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი

შაქარში არეული ქიშმიში

ნიგოზში არეული შაქარი

მომზადების წესები

პირველი ცომისთვის ჯამში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ არაჯანი და მოზილეთ ცომი.

მეორე ცომისთვის ჯამში ჩაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მოზილეთ ცომი.

თითოეული ცომით გააკეთეთ გუნდა და ფქვილ მოყრეილ ზედაპირზე დადეთ.

თითოეული ცომი გააბრყელეთ დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე და ერთმანეთზე დაადეთ.

ახლა ერთიანად გააბრტყელეთ ერთმანეთზე დადებული ცომი დაახლოებით 1 სმ-ზე და დაკეცეთ კონვერტივით.

კვლავ გააბრტყელეთ და კვლავ დაკეცეთ კონვერტივით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ 2-ჯერ.

შემდეგ ბოლოჯერ დაკეცეთ კონვერტივით, გააახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით 30 წუთით მაცივარში.

შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კვლავ მაცივარში შედეთ, მეორე კი გააბრტყელეთ, დაჭერით სამკუთხედებად და გადაახვიეთ სასურველი გულსართი თითოეულში.

აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გაოქროსფერებამდე (დაახლოებით 12-15 წუთის განმავლობაში).