ლევან კობერიძე: ანაკლიის პროექტი არ არის ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხის და ქვეყნის პროექტი

ლევან კობერიძე: ანაკლიის პროექტი არ არის ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხის და ქვეყნის პროექტი

პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრა იწყება. მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დ​ირექტორი ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებიან.

„მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე და დავანახო საზოგადოებას, თუ რაოდენ მცირედი დარჩა, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს“,– განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რაზეც წუხილი გამოთქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

„ანაკლიის პროექტი არ არის არც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, არც ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლის პროექტი“,– განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

tngh იქნებ ვინმემ წარმოადგინოს ანაკლიის პორტის ეკონომიური დასაბუთება... ან ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია, თუ რამდენი დაჯდება ამ პორტის აშენება. ასე ჰაერზე ლაპარაკი, ქვეყნისტვის მისი საჭიროების შესახებ, მხოლოდ დილეტანტ-პოპულისტებზეა გათვლილი...
5 წლის უკან