საპარლამენტო უმცირესობამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატებს ამტკიცებდნენ, რა დროსაც უმრავლესობამ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის პოზიციით უკმაყოფილო უმცირესობამ კენჭისყრის პროცესი ჩაშალა.