მინისტრი მუხროვანში (video)

მინისტრი მუხროვანში (video)

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრი სამუშაო რეჟიმში გაეცნო ბაზაზე არსებულ სიტუაციას და ჯარისკაცების სამუშაო გარემოს. თავდაცვის მინისტრმა უმაღლესი შეფასება მისცა სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების დონეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაში ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს დაიკავებს. ირაკლი ალასანია სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებს შეისწავლის, რომელიც გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დღეიდან დაიწყო და საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა. 2006-2008 წლებში დიმიტრი კიკნაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური იყო. მაიორ კიკნაძეს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვს უშიშროების სამინისტროს სადესანტო მოიერიშე ბრიგადაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. დიმიტრი კიკნაძემ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის" და „მხედრული მამაცობისთვის".

  •  

  •