ცენტრ პოინტის მშენებლობით დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურაში საქმის გამოძიების მოთხოვნით წერილი შეიტანეს და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კომპანიის მფლობელებს საკუთარი ბინების დაბრუნებას სთხოვდნენ. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილის თქმით საქმე ეხება 6200 ოჯახის ინტერესების დარღვევას. მოგვიანებით არჩილ კბილაშვილი ლაშა ჩხარტიშვილს შეხვდა და ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემები მოისმინა. როგორც ჩხარტიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროკურორის ინიციატივით უახლოესი 3 კვირის განმავლობაში შეიქმნება კომისია, რომელიც ცენტრპოინტისა და დექსუსის საქმიანობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე იმუშავებს.