საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენის თანამდებობა ნინო ხატისკაცს შესთავაზა. როგორც ხატისკაცმა განაცხადა, უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თამარ გურჩიანის კანდიდატურის დასახელებას არ აპირებდა და ამიტომაც იგი შეთავაზებას დათანხმდა. მისივე თქმით, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და გადაწყვეტილებაც ადვილად მისაღები არ იყო. წინასწარი ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ხატისკაცის კანდიდატურის დასახელებას სამი საპარლამენტო ფრაქცია აპირებს. თავად ნინო ხატისკაცი კი უმრავლესობას ხვალ შეხვდება.