მაია მიმინოშვილმა საგამოცდო სისტემაში არსებულ ცვლილებეზე და ცენტრის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაუბრუნდება თავის ძველ ფორმატს და აბიტურიენტები ჩააბარებენ 3 სავალდებულო და 1 არჩევით საგანს. საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები წელს თავიანთ სკოლებში ჩააბარებენ, გამოცდების ფორმატს კი სკოლა განსაზღვრავს. მომავალი 2014 წლიდან კი საატესტატო გამოცდების ფორმატი შეიცვლება - მოსწავლეები გამოცდებს 2 ეტაპად ჩააბარებენ, 4 საგანს: ქიმიას, ფიზიკას, გეოგრაფიას და ბიოლოგიას მე11 კლასში, ანუ მაშინ როცა დაასრულებენ ამ საგნების სწავლას და დარჩენილ 4 საგანს ქართულს, მათემატიკას, ისტორიას და უცხო ენას მე12 კლასში. 2014 წელს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგენების გამოცდებს შემოდგომაზე ჩააბარებენ.