გასულ ღამეს პრკურატურამ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა. დაკავებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე. სამართალდამცველებმა მასთან ერთად შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავაც დააკავეს. გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით მიდის. რა მუხლით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს - პირდაპირ ეთერში მალხაზ ჭკადუა გვიერთდება, ის ახლა მთავარ პროკურატურაში იმყოფება.