„რია-რია ატეხეს იმ ხეპრეებმა, რომლებმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის

„რია-რია ატეხეს იმ ხეპრეებმა, რომლებმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის "თავგამოდებულ" მატრაკვეცებს, გაქუცული პეროები აუფრიალეს”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ბერამ ამაზონის, ანუ დედამიწის ფილტვების 25%-ის აღდგენის ფონდში 1.1 მილიონი გადარიცხა და ატყდა ერთი ვაი-ვიში. თანაც ეს ამბავი იმ ხეპრეების მიერ ატყდა, ვინც ძააალიან ჩუმად იყო მაშინ, როცა მიHას "ეკოლოგები" ბორჯომიდან და ტყიბულიდან ასიათასობით კუბომეტრ ტყეს მიაცუნცულებდნენ თურქეთში (თავის დროზე სტატიაც მქონდა, თუ როგორ ჩეხავდნენ ტყიბულში წიფელის მრავალწლოვან ხეებს).

რია-რია ატეხეს იმ ხეპრეებმა, რომლებმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის "თავგამოდებულ" მატრაკვეცებს, გაქუცული პეროები აუფრიალეს.

ხეპრეების გასაგონად ორ რამეს ვიტყვი:

  1. აქვს იმ ადამიანს შესაძლებლობა და გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს მართლაც ისეთი საკითხის გადაწყვეტაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის (მითუმეტეს, რომ ბრაზილიის მთავრობამ ბევრი დიდი სახელმწიფოსა და გაერთიანების დახმარებაზე უარი განაცხადა (ესეც გარკვეულწილად დიდი პლუსია).
  2. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას რომ დასდევთ, გაიხსენეთ ტრიფონის სიტყვები ფილმიდან "შერეკილები" - რად უნდათ ქალო შენი ჩირი ბაღდადში, თავისიც თავზე საყრელად აქვთ. აი ბრაზილიაში კი ძაალიან სჭირდებათ
სოციალისტი რუსეთის ტაიგაში ფიჭვები და ლარიქსები არაა დედამიწის ფილტვების ნაწილი?! 2019 წელს ციმბირში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა შეადგინა 2 მილიონ 700 ათასი ჰექტარი! რა ვქნათ ბატონო გია, ხომ არ შევუგროვოთ თითო -თითო ლარი?! თუ ციმბირის ტყეები ოკუპანტები არიან?!
4 წლის უკან
სოციალისტი ხო, ბრაზილიაში ძაან სჭირდებათ ალბათ?! მთლიანი შიდა პროდუქტი( მშპ). ბრაზილია: ადგილი მსოფლიოში - 7! მშპ - 2309,138 (2 ტრილიონ 309 მილიარდ 18 მილიონი) მილიარდი დოლარი.
საქართველო - ადგილი - 116. მშპ - 24,28 (24 მილიარდ 280 მილიონი) მილიარდი დოლარი. ანუ ბრაზილია საქართველოს მშპ-ს მიხედვით აღემატება 95 ჯერ!
4 წლის უკან
Katana . სოციალისტო, შენ რომ შენი ცოდნისა და ინტელექტის შესაფერისი სამსახური ვერ გამოგიძებნა ამდენი წელი, იმ მთავრობებისა რა ვთქვი მე!..
4 წლის უკან