PovosdaFloresta-ს ახალი ელჩი ჰყავს, 24 წლის ქართველი მომღერალი ბერა ივანიშვილი – რას წერს ბერაზე ISA

PovosdaFloresta-ს ახალი ელჩი ჰყავს, 24 წლის ქართველი მომღერალი ბერა ივანიშვილი – რას წერს ბერაზე ISA

ბერა ივანიშვილის მიერ ვიდეომიმართვის ფეისბუქზე ატვირთვისთანავე ISA-ს (ISA ანუ Instituto Socioambiental სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი) საიტზე ბერას გადაწყვეტილების შესახებ ცნობა გავრცელდა სათაურით: „მომღერალი და სიმღერების ავტორი ბერა – კამპანიის PovosdaFloresta ახალი ელჩი“.

საიტი მკითხველს აცნობებს, რომ სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტის (ISA) მიერ 2019 წლის აპრილში წამოწყებული კამპანიის PovosDaFloresta ( ადამიანები და ტყე) ახალი ელჩი 24 წლის ქართველი მომღერალი ბერა ივანიშვილია და იგი მკვიდრი მოსახლეობის, მდინარების აუზებში მცხოვრები ტომების და quilombola-ს ხმას მიაწვდენს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ევროპაში.

ISA ანუ Instituto Socioambiental (სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი) 1994 წელს დაარსებული ბრაზილიის არაკომერციული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია, რომლიც მიზანიც გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის, ადამიანის და ხალხთა (ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობა, მდინარეების აუზებში მცხოვრები ტომები და quilombola,-აფრიკიდან გამოსული მოსახლეობა, პლანტაციებიდან გაქცეული და ჯუნგლებში დასახლებული) უფლებების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად კომპლექსური გადაწყვეტილებების დასახვა და განხორციელებაა.

ბერა საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებს ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე. თავისუფლად ლაპარაკობს აგრეთვე რუსულად და ესპანურად. მის სიმღერებს იუთუბზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მისი N1 ტრეკია Parlez-Vous Francais. ბერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ამაზონის ხანძრების ამსახველი ფოტოების ზემოქმედების ქვეშ აგვისტოში მოექცა. ის მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ISA-ს პარტნიორი გახდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს ბერას რესურსების გამოყოფას ადგილზე ISA-ს მუშაობის გაძლიერებისთვის, აგრეთვე ტყეებზე და მკვიდრ მოსახლეობაზე ზემოქმედების ისეთი საკვანძო საკითხების მონიტორინგს, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტყეების გაკაფვა, ტყის ხანძრები და პესტიციდები.

ბერა ბრაზილიას ნოემბერში ეწვევა და მდ. ამაზონის აუზს მოინახულებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.