ვინმეს თუ რაიმე სახის ფაქტი აქვს, წარადგინოს იქ, სადაც წარსადგენია- მათიკაშვილი ხაზარაძეს ჭორაობაში ადანაშაულებს

ვინმეს თუ რაიმე სახის ფაქტი აქვს, წარადგინოს იქ, სადაც წარსადგენია- მათიკაშვილი ხაზარაძეს ჭორაობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ლელოს“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ადანაშაულებს, როდესაც ის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე საუბრობს.

დეპუტატის თქმით, მამუკა ხაზარაძეს წერილთან დაკავშირებით თუ რაიმე ფაქტი აქვს, შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს.

„ეს ჭორაობაა რეალურად, ვინმეს თუ რაიმე სახის ფაქტი აქვს, ეს ფაქტი გამოააშკარაოს და წარადგინოს იქ, სადაც არის წარსადგენი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, დანარჩენი არის ჭორაობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.