სუს-ი უარყოფს, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა

სუს-ი უარყოფს, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს იმ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტს, რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცლებს.

„აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, პანკისში 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.