კარლო კოპალიანი: კომუნისტური რეჟიმი “ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა, შედარება არ შეიძლება

კარლო კოპალიანი: კომუნისტური რეჟიმი “ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა, შედარება არ შეიძლება

„კომუნისტური რეჟიმი „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა. შედარება არ შეიძლება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

კომიტეტზე კარლო კოპალიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გააკრიტიკა. მის კრიტიკას კი, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრისგან კრიტიკა მიუღებელია.

ოთარ კახიძე: თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდგომ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს. კარლო კოპალიანი: თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა, შედარება არ შეიძლება.

ოთარ კახიძე: მილიონობით მსხვერპლი ჰყავს მარტო ამ რეჟიმს და ამ რეჟიმზე რომ ამბობს ის ჯობდა 2004-2012 წლის დამოუკიდებელი საქართველოს მმართველობას, ეს „ქართული ოცნების“ სახეც არის. საუბარში სხდომის წამყვანი ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა:

„ჩემთვის საბჭოთა კავშირი და მათი მმართველობა იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს იყო რეჟიმი, რომელმაც შეიწირა ათასობით ღირსეული ქართველის სიცოცხლე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი დამოკიდებულება იცით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც იყენებდა ისეთ მეთოდებს, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო აპრობირებული და ეს იყო სამარცხვინო. მე ტოლობას არ ვსვამ.

 

 

 

 

trampi 2009 წლის ზაფხულში სამთვიან მიტინგების დროს კოკო გამსახურდიამ ასეთი რამე თქვა
კომუნისტები ნაცებთან შედარებით ფრთა შესხმული ანგელოზები იყვნენო
ვეთანხმები 100 %
ვინ ვინ და მამამისის შვილმა ძაან კარგად იცოდა კომუნისტების ავიც და კარგიც
აგერააა კოკო გამსახურდია...
აგერ არის ტელევეიზიები ----- შეგიძლიათ გაადააამოწმოთ
იმ მიტინგზე მინიმუმ 30 ათასი კაცი იყო.........ბევრს ახსოვს კიდევ კოკოს ეს მაშინდელი ნათქვამი
5 წლის უკან