ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
როგორც აღმოჩნდა, ხაზარაძის მიერ „ოქროს მტკიცებულებად“ დაანონსებული ე.წ "მუქარის წერილის დედანი" თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაართულებს აღნიშნული დოკუმენტის შესწავლას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას და მომავალში სერიოზულ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას.
მეორე მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას.