სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს:
აუცილებელია ბოლოს და ბოლოს საზოგადოებამ გაიგოს ე.წ. ,,მუქარის წერილს“ რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა რაიმე კავშირი. რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე არაერთი ვერსია მოვისმენეთ მის მიზანთან თუ ავტორთან დაკავშირებით. როგორც წერილის ადრესატი იტყოდა, დამთავრდა საქმეების თაროზე შემოდების დრო და პროკურატურა ვალდებულია სასწრაფოდ და დეტალურად შეისწავლოს ეს საქმე. ჩაუტარეთ ექსპერტიზა ამ წერილს, მისი მდგომარეობის მიუხედავად, და გაგვაგებინეთ მართალია ხაზარაძე თუ ცილისწამებასა და ცრუ დასმენასთან გვაქვს საქმე.