ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ რატი იონათამიშვილის მიმართ დისკრიმინაციული განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.
„ამ ადამიანმა პირდაპირ დისკრიმინაცია განახორციელა რატი იონათამიშვილის მიმართ და თქვა, რომ შშმ პირებს არ აქვთ ისაუბრონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, ეკა ბესელიამ და რატი იონათამიშვილმა იკამათეს.
„დაწყნარდი რატი, შენ, ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. ნუ სარგებლობ რაღაცეებით, იქონიე ეთიკა და ნუ მაწყვეტინებ სიტყვას“, - მიმართა ეკა ბესელიამ რატი იონათამშვილს.